"600 000 ადამიანი შვებით ამოისუნთქავს და ეს ძალიან სასიხარულო ამბავია. თითოეული მათგანი საფინანსო ვალდებულებითი თვალსაზრისით სუფთა ფურცლიდან დაიწყებს ცხოვრებას. ამ არაჩვეულებრივ აქციას შემდგომი ნაბიჯებიც უნდა მოჰყვეს, რათა საბანკო სექტორთან ურთიერთობა სიკეთის მომტანი იყოს მოსახლეობისთვის და არა პირიქით. საჭიროა გარკვეული რეგულაციები, რათა არც საბანკო-საფინანსო სისტემა დაკნინდეს და არც მოსახლეობა დაზარალდეს. ის პრაქტიკა, რომ ადამიანები უკანასკნელ საცხოვრისსაც კი კარგავდნენ და ლამის ცხოვრების პერსპექტივა ეკარგებოდათ სასესხო ვალდებულებების წნეხქვეშ, უნდა დასრულდეს"-მერაბ ქვარაია ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი
ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია მოსახლეობისთვის საბანკო დავალიანების განულებას ეხმაურება
19.11.2018