Izrune.ge-ს პრეზენტაცია ზუგდიდში.

დღეს, ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში, ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის, Izrune.ge-ს პრეზენტაცია გაიმართა. პორტალი, მოსწავლეებს, მშობლებსა და პედაგოგებს, თავად ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გააცნო. პორტალის პრეზენტაციას ქ.ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი მაიზერ ნანავა, მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Izrune.ge მოსწავლეთა ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალია. საიტის მიზანია, მოსწავლეების მშობლებსა და ოჯახის წევრებს მიეცეთ საშუალება: თანამედროვე ტექნოლოგიებით უშუალოდ იზრუნონ შვილების განათლებაზე და პირადად შეაფასონ შვილების განათლებისა და უნარ-ჩვევების დონე. გოჩა ტყეშელაშვილმა შეხვედრაზე გაახმოვანა მისი ახალი ინიციატივა : 2018-2019 სასწავლო წელს პირველად გამოვლინდება „საქართველოს ეტალონი პედაგოგი“ და მას საჩუქრად თბილისში ოროთახიანი ბინა გადაეცემა. პრეზენტაციის ბოლოს, სცენაზე ერთმანეთს, სხვადასხვა მუსიკალურ-ქორეოგრაფიული ნომერი ენაცვლებოდა. ღონისძიებამ სრული ანშლაგით ჩაიარა.

20.11.2018

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.9275
Up 0.0050
RUB
100
RUB
4.3846
Up 0.0137
EUR
1
EUR
3.2445
Up 0.0011
TRY
1
TRY
0.5120
Down 0.0109
განახლების დრო 21-08-2019