ინოვაციურ საგანმანათლებლო პორტალს, www.izrune.ge-ს ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია სრულ მხარდაჭერას უცხადებს

"განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ www.izrune.ge-ს იდეა პირველად ჩვენს რეგიონში გაჟღერდა, განმუხურის ხიდთან მოხდა ეს ამბავი, მაშინ შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც პედაგოგები, ასევე მოსწავლე-ახალგაზრდები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. www.izrune.ge ძალიან საინტერესო და სასარგებლო, პროექტია.

ის იმითაც უნიკალურია, რომ იკვრება სამკუთხედი სკოლას, მშობელსა და მოსწავლეს შორის და სწორედ ეს ერთობა არის ის კომპონენტი, რაც განაპირობებს ჩვენი ახალი თაობის ხარისხიან განათლებას და წარმატებას. თითოეული ახალგაზრდისთვის ეს წარმატებული მომავალი უნდა შეიქმნას ჩვენი თანამონაწილეობით. როდესაც ჩემი ოჯახის პატარა წევრები გაიზრდებიან, მინდა გითხრათ, რომ აუცილებლად ჩაერთვებიან ამ პროგრამაში და დარწმუნებული ვარ, რომ იმ დროისთვის "Izrune.ge" იქნება ცნობილი და წარმატებული. ასევე, ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს, რომ პროექტი "ეტალონი" დაუბრუნდეს ტელე ეთერს. სწორედ ამიტომ, პარლამენტის 82-მა წევრმა მოვაწერეთ ხელი საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობისადმი თხოვნას იმის შესახებ, რომ კვლავ ვიხილოთ ეს გადაცემა I არხის ეთერში. დიდი მადლობა ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს, რომ ყოველთვის არის ყველა იმ ადამიანის მეგობარი, რომელსაც უყვარს სამშობლო და უნდა შრომა თავისი ხალხისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ. თქვენ კი, ყველას გირჩევთ, ჩაერთოთ www.izrune.ge-ში და გახდეთ ამ პროექტის აქტიური მონაწილეები“-მერაბ ქვარაია ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი

21.11.2018

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.9466
Down 0.0107
RUB
100
RUB
4.6218
Down 0.0115
EUR
1
EUR
3.2690
Down 0.0106
TRY
1
TRY
0.5113
Down 0.0016
განახლების დრო 07-12-2019