ძლიერ ქართან დაკავშირებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შექმნილი ვითარება, მერიაში საგანგებო შტაბის სხდომაზე განიხილეს.

სტიქიამ ამ დროის მონაცემებით, 20-ზე მეტი კერძო საცხოვრებელი სახლი, 4 დევნილთა საერთო საცხოვრებველი და 4 საჯარო სკოლა დააზიანა. ძლიერმა ქარმა განმუხურში მდებარე ამფითეატრი მნიშვნელოვნად დააზიანა. სტიქიამ ასევე, დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა სოფლების უმეტესობას, ყველა პრობლემურ ადგილზე ენერგო-პრო ჯორჯიას წარმომადგენლები მუშაობენ.

აღდგენითი სამუშაოების შემდეგ, ამჟამად ელექტროენერგიის მიწოდება 20-ზე მეტ სოფელშია აღდგენილი. სტიქიამ მოგლიჯა, მრავალწლოვანი ხეები და გარეგანათების ბოძები. მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები სტიქიის ზონებში მთელი ღამის განმავლობაში იმუშავებენ. ქარის მიერ მიყენებულ ზიანს ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისია სწავლობს. საგანგებო შტაბის სხდომას, ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია, მერის მოავალეობის შემსრულებელი მაიზერ ნანავა, ვიცე-მერი გიორგი შენგელია, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის აპარატის უფროსი, საკრებულოს დეპუტატები და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმოამდგენლები დაესწრნენ.

01.12.2018

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.9466
Down 0.0107
RUB
100
RUB
4.6218
Down 0.0115
EUR
1
EUR
3.2690
Down 0.0106
TRY
1
TRY
0.5113
Down 0.0016
განახლების დრო 07-12-2019