ქ.ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი, მერაბ ქვარაია საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს ინაუგურაციას ულოცავს

"საქართველოს ახალი კონსტიტუცია და რიგით მე-5 პრეზიდენტი ჰყავს. ყველანი წარმატებების მოლოდინში ვართ. ისტორიაში პირველად საქართველოს ჰყავს ქალი პრეზიდენტი, რაც ძალიან დადებითი მოვლენაა. ამასთანავე, ღირსშესანიშნავი ისტორიული ფაქტია ისიც, რომ პირველი რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლის შემდეგ, პრეზიდენტი გახდა ემიგრაციაში მყოფი ქართული ოჯახის შვილი.

დარწმუნებული ვარ, ქალბატონი სალომე იქნება ღირსეული პრეზიდენტი. რაც შეეხება არეულობის მცდელობას, რასაც ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ჰქონდა ადგილი, კიდევ ერთხელ გამოამჟღავნა მათი მანკიერი ხედვები და გეგმები. მათ სურდათ ეს ნაბიჯები მათი ამომრჩევლის შეკვეთად წარმოეჩინათ, თუმცა სინამდვილეში ეს იყო მიხეილ სააკაშვილის დირექტივა. ქალბატონო სალომე, გისურვებთ წარმატებულ საპრეზიდენტო საქმიანობას"

17.12.2018

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.9336
Down 0.0018
RUB
100
RUB
4.4689
Up 0.0182
EUR
1
EUR
3.2487
Down 0.0096
TRY
1
TRY
0.5086
Down 0.0052
განახლების დრო 23-08-2019