ქ.ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას კომენტარი, პრემიერ-მინისტრის ანგარიშთან დაკავშირებით

“ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრემიერ-მინისტრის ანგარიში, რომელიც მთავრობის მიერ 2018 წელს გაწეულ სამუშაოებს ეხებოდა. მე განსაკუთრებულად გამოვყოფდი საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგებს, რაც მნიშვნელოვნად ზრდის და ყოველწლიურად ამყარებს საქართველოს პოზიციებს ბიზნესის კეთების, ეკონომიკური და მედიის თავისუფლების თვალსაზრისით.

გარდა ამისა, პრემიერის გამოსვლაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო ინფრასტრუქტურული პროექტები და გეგმები. ასევე მნიშვნელოვანი და საკმაოდ პოზიტიური გადაწყვეტილება იყო იმ 600 ათასი ადამიანის ბედზე პრემიერის მხრიდან ყურადღების გამახვილება, რომელიც ახალ წელს ვალის გარეშე შეხვდება. დღევანდელ ანგარიშზე პრემიერმა დააანონსა უდაოდ მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც 2019 წელს განხორციელდება და განათლებაში იქნება ყველაფრის გასაღები. მე ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები აუცილებლად დაგვხვდება წინ ჩვენი ქვეყნის განვითარების გზაზე”.

20.12.2018

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58
(+995) 571 22 40 22

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.6751
Up 0.0153
RUB
100
RUB
4.1046
Up 0.0503
EUR
1
EUR
3.0405
Up 0.0243
TRY
1
TRY
0.5041
Up 0.0055
განახლების დრო 26-02-2019