ზუგდიდში „პრეზიდენტის ნაძვის ხე“ ღონისძიება გაიმართა

დღეს, სკეიტ პარკში, საახალწლო ღონისძიება "პრეზიდენტის ნაძვის ხე" გაიმართა. ღონისძიება პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა და მოსახლეობას შობა–ახალი წელი საოკუპაციო ხაზთან მოკლული, გიგა ოთხოზორიას შვილებთან და მრავალშვილიან დედასთან მალვა სვირავასთან ერთად მიულოცა. კონცერტის დასასრულს პატარებს საზეიმო განწყობით, სცენიდან თეთრწვერა თოვლის ბაბუა მიესალმა დ საახალწლო საჩუქრები დაურიგა. დღესვე, სალომე ზურაბიშვილი გიგა ოთხოზორიას ოჯახს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან ერთად ესტუმრა და გიგა ოთხოზორია განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული სიმამაცის გამოვლენისათვის დააჯილდოვა. სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდში ვიზიტის ფარგლებში ენგურის ხიდზე და რუხის ინოვაციების ცენტრში იმყოფებოდა

05.01.2019

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.9275
Up 0.0050
RUB
100
RUB
4.3846
Up 0.0137
EUR
1
EUR
3.2445
Up 0.0011
TRY
1
TRY
0.5120
Down 0.0109
განახლების დრო 21-08-2019