ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების სტრუქტურისა და საქმიანობის შესწავლის მიზნით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შექმნილმა დროებითმა სამუშაო ჯგუფმა სხდომა გამართა. შეხვედრაზე ჯგუფის წევრებმა ა(ა)იპების არსებული ფორმით საქმიანობის განხორციელების მიზანშეწონილობა, სტრუქტურული და ფუნქციური რეორგანიზაცია განიხილეს. სამუშაო ჯგუფი დაკომპლექტებულია როგორც არასამთავრობო სექტორის ისე ადგილობრივი თვითმართველობის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებისაგან.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შექმნილმა დროებითმა სამუშაო ჯგუფმა სხდომა გამართა.
16.01.2019