ზუგდიდი ,,სუფთა მუნიციპალიტეტად“ მეორედ დასახელდა

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, ქ. თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით, ქ. თბილისის საკრებულოში „თამარ მეფის“ დარბაზში ჩატარდა პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო (ფაზა III)“ ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის „სუფთა რეგიონი“ გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიალი. კონკურსი გასული წლის მაისში გამოცხადდა და მისი მიზანი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე „სუფთა რეგიონის“, „სუფთა მუნიციპალიტეტის“, „სუფთა ქალაქის/დაბა“, „სუფთა სოფლის/თემი“, „სუფთა ქუჩის“, „ლამაზი ეზოსა“ და „ლამაზი აივნის“ გამოვლენა იყო.

დაჯილდოების ცერემონიალს ესწრებოდნენ, ქ.ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ვიცე მერი გიორგი შენგელია, ზუგდიდის დასუფთავების სამსახურის უფროსი ნუგზარ მალაშხია, შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოსა და სომხეთში ულრიკ ტიდესტრომი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდიაშვილი, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტის პირველი მოადგილე ზაზა ხუციშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა დარჩია და პროექტის ფარგლებში შექმნილი კომისიისა და პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო ფაზა III“ განმახორციელებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები. კონკურსის ფარგლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა სხვადასხვა ნომინაციაში 3 ჯილდო მიიღო: „სუფთა ქალაქი“ , „სუფთა მუნიციპალიტეტი“, „კორპუსის ეზო“.

20.01.2019

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.9275
Up 0.0050
RUB
100
RUB
4.3846
Up 0.0137
EUR
1
EUR
3.2445
Up 0.0011
TRY
1
TRY
0.5120
Down 0.0109
განახლების დრო 21-08-2019