დუბლინში 21-23 იანვარს მერაბ ქვარაიას მონაწილეობით გაიმართა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი.

დუბლინში გამართული ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ირლანდიის გამოცდილების გაზიარება დემოგრაფიული პოლიტიკის, მიგრაციის პროცესების დარეგულირების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამების, ხანდაზმულთა და მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური უზრუნველყოფის საკითხების შესახებ.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები ირლანდიის პარლამენტის ჯანმრთელობის კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ ჰართისთან, ბავშვთა და მოზარდთა კომიტეტის თავმჯდომარე ალან ფარელთან, დასაქმებისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტის გენერალურ მდივან ჯონ მაკკეონთან, ამავე დეპარტამენტის ბავშვთა და შემწეობის საკითხების მიმართულების მთავარ ოფიცერ ტომი კიერანთან, ასევე ბავშვთა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტისა და განათლებისა და უნარების დეპარტამენტის სპეციალური განათლების განყოფილების წარმომადგენლებთან. მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია სახელმწიფო რეგულაციისა და სტატისტიკური მონაცემების შესახებ; ისაუბრეს დემოგრაფიული პრობლემების გამომწვევ მიზეზებსა და მათი გამკლავების გზებზე. ქართველ დეპუტატებმა ირლანდიურ მხარეს გააცნეს საქართველოში მიმდინარე წარმატებული რეფორმები ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროებში, რამაც ირლანდიური კოლეგების დიდი მოწონება დაიმსახურა. აღინიშნა, რომ საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, გაგრძელდება აქტიური კონტაქტი და მჭიდრო თანამშრომლობა ჯანდაცვისა და სოციალური სფეროს აქტუალურ საკითხებზე საქართველოსა და ირლანდიის შესაბამის უწყებებს შორის.

25.01.2019

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.9466
Down 0.0107
RUB
100
RUB
4.6218
Down 0.0115
EUR
1
EUR
3.2690
Down 0.0106
TRY
1
TRY
0.5113
Down 0.0016
განახლების დრო 07-12-2019