კომიტეტის გასვლითი სხდომა ქ. გორში

 რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა ქ. გორში გაიმართა, სადაც კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მერაბ ქვარაია მოხსენებით გამოვიდა.

კომიტეტის დღის წესრიგი: საქართველოს პარლამენტის წევრების: ზაზა გაბუნიას და მერაბ ქვარაიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის სახით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” ცვლილებების შეტანის შესახებ“ (კონსტიტუციასთან ჰარმონიზაცია); ინფორმაცია საქართველოს ორგანული კანონის - „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის“ შესრულების მიმდინარეობის შესახებ“. სამართლებრივი ხასიათის საჭიროებები და გამოწვევები, კანონმდებლობის იმპლემენტაციის საკითხები. ქ. გორში სხდომის დასრულების შემდეგ კომიტეტის წევრებმა ინფრასტრუქტურული პროექტები და მშენებარე რამდენიმე ობიექტი დაათვალიერეს. აგრეთვე, მოინახულეს შიდა ქართლის რეგიონის ტურიზმის განვითარების პერსპექტივის მქონე ღირსშესანიშნაობები.

25.01.2019

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.9275
Up 0.0050
RUB
100
RUB
4.3846
Up 0.0137
EUR
1
EUR
3.2445
Up 0.0011
TRY
1
TRY
0.5120
Down 0.0109
განახლების დრო 21-08-2019