პარტიის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ მისთვის გუნდის თითოეული წევრი ძვირფასია

„პარტიის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ გუნდის თითოეული წევრი, ზოგადად ყოველი ადამიანი, ძვირფასია მისთვის და ეს არის მაგალითი ნებისმიერი ჩვენგანისთვის“, – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მერაბ ქვარაია. მისი თქმით, სწორი გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა დიალოგი, მსჯელობა და კამათიც კი.

„გუნდის შიგნით ყოველ მოსაზრებას თუ პოზიციას აქვს არსებობის უფლება, მაგრამ საჭიროა დიალოგი, მსჯელობა, კამათიც კი იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში სწორი, ყოველმხრივ კარგად შეფასებული და გააზრებული გადაწყვეტილებები დაიდოს“, - აცხადებს მერაბ ქვარაია. „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში კონსულტაციების მეორე რაუნდი დღეს გაიმართა. სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უძღვებოდა. უმრავლესობის წევრებმა სასამართლოსთან და მოსამართლეებთან დაკავშირებულ თემებზე იმსჯელეს. დეპუტატების ნაწილი გუნდის დაშლის საფრთხეს ვერ ხედავს.

26.01.2019

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.9723
Down 0.0000
RUB
100
RUB
4.6531
Down 0.0000
EUR
1
EUR
3.2779
Down 0.0000
TRY
1
TRY
0.5169
Down 0.0000
განახლების დრო 17-11-2019