საჯარო შეხვედრა სოციალური მუშაობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის შესახებ

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში საჯარო შეხვედრა გამართა.

კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძემ და ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში მერაბ ქვარაიამ მოქალაქეებს კომიტეტის მიერ 2018 წელს გატარებული რეფორმების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და სოციალური მუშაობის შესახებ და ოჯახში ძალადობის პრევენციისკენ მიმართული საკანონმდებლო ცვლილებები გააცნეს.

შეხვედრის მიზანი: მოქალაქეებმა უშუალოდ კანონმდებლებისგან მიიღონ ინფორმაცია ორი მთავრი რეფორმის შესახებ, რომელიც კომიტეტმა 2018 წელს განახორციელა და მეორე მხრივ, დეპუტატებმა მოსახლეობისგან მოისმინონ მათი წინადადებები და გამოწვევები, შემდგომი რეაგირებისა და გადაჭრის მიზნით.

საჯარო დისკუსიას ადგილობრივი თვითმმართველობის, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის, ძალოვანი სტრუქტურების, ეპარქიის, განათლების, კულტურის, ჯანდაცვისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრა ორგანიზებული იყო კომიტეტის თავმდომარის ინიციატივით, მაჟორიტარი დეპუტატის და ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერითა და ბრიტანეთის მთავრობის UK Aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.

28.01.2019

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58
(+995) 571 22 40 22

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.6498
Up 0.0094
RUB
100
RUB
4.0023
Up 0.0125
EUR
1
EUR
2.9977
Up 0.0069
TRY
1
TRY
0.4988
Up 0.0004
განახლების დრო 20-02-2019