ქ.ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია ბოტანიკურ ბაღში შესვლის საფასურის შესახებ გავრცელებულ მოსაზრებებს ეხმაურება.

“ 3 ლარი ბოტანიკურ ბაღში შესვლის საფასურად, არარელევანტურია, თუმცა როგორც ჩანს ეს იყო ერთ-ერთი მოსაზრება და ეს არ არის საბოლოო გადაწყვეტილება. ბოტანიკური ბაღი ზუგდიდელების იდენტობაა, ის ყოველდღიურობაა და იქ შესვლა არ უნდა იყოს ფუფუნება რიგითი ზუგდიდელებისთვის.

თანხა, რომელიც ჩემი აზრით უფრო სიმბოლური უნდა იყოს, აუცილებელია ზუგდიდის ბიუჯეტში აისახოს და ბოტანიკურ ბაღსავე მოხმარდეს. ასევე უნდა იქნეს გათვალისწინებული უფასო განაკვეთი ბავშვებისთვის, ხანდაზმულებისთვის და საშეღავათო რეჟიმი მოწყვლადი ჯგუფებისთვის. გარდა ამისა, ასევე საჭიროა განისაზღვროს დღე-ღამის ფასიანი განაკვეთები. ერთი სიტყვით, ბოტანიკურ ბაღში შესვლის პრობლემა არცერთ მოქალაქეს არ უნდა შეექმნას. საკითხზე სამუშაოა და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მივიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება”-აცხადებს მერაბ ქვარაია

02.02.2019

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58
(+995) 571 22 40 22

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.6935
Down 0.0004
RUB
100
RUB
4.2126
Up 0.0039
EUR
1
EUR
3.0291
Down 0.0032
TRY
1
TRY
0.4646
Up 0.0023
განახლების დრო 20-04-2019