იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, პარლამენტის წევრმა მერაბ ქვარაიამ კანონპროექტთა პაკეტი წარმოადგინა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, პარლამენტის წევრმა მერაბ ქვარაიამ “სოციალური მეწარმეობის შესახებ“, „გრანტების შესახებ“, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“, „მეწარმეთა შესახებ“ და „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონებში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონპროექტთა პაკეტი წარმოადგინა.

პარლამენტის წევრის ინფორმაციით, ცვლილებები სოციალური საწარმოს განვითარებას და სოციალური მეწარმის დეფინიციის განსაზღვრას შეეხება. მისივე განცხადებით, დოკუმენტის მომზადების პროცესში, კანონპროექტის ავტორებმა ევროპული ქვეყნების გამოცდილება შეისწავლეს და მისი ქართულ რეალობაში გადმოტანა მოხდა. მერაბ ქვარაიას ინფორმაციით, კანონპროექტის მიხედვით სოციალური საწარმოს ინსტიტუტის შემოღება ხდება, რომელიც სოციალურ თანასწორობას ითვალისწინებს. კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის განცხადებით, საწარმოს ძირითად ინტერესს სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების ინტერესების დაცვა, მათი დასაქმება და ხელშეწყობა წარმოადგენს. კანონპროექტთა პაკეტი სოციალური საწარმოებისთვის საგადასახადო შეღავათების შემოღებას და სოციალური მეწარმის სტატუსის განსაზღვრის წესს მოიცავს.

02.02.2019

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
3.1865
Down 0.0036
RUB
100
RUB
4.4949
Down 0.0044
EUR
1
EUR
3.5071
Down 0.0078
TRY
1
TRY
0.4681
Down 0.0032
განახლების დრო 29-05-2020