ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ საზოგადოებას 2018 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.

შეხვედრა სამხარეო ადმინისტრაციის შენობის სააქტო დარბაზში გაიმართა. შეხვედრაზე მერაბ ქვარაიამ დამსწრე საზოგადოებას დეტალურად გააცნო საკუთარი საქმიანობა პარლამენტში და ისაუბრა იმ რეფორმებსა და ინიციატივებზე, რომელშიც აქტიურად მონაწილეობს.

მაჟორიტარმა საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია ბიუროს საქმიანობაზე ოლქში, მათ შორის განხორციელებულ, მიმდინარე პროექტებზე, მოქალაქეებისთვის განკუთვნილ სერვისებსა და სამომავლო გეგმებზე. შეხვედრას ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, მედიის, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და დაინტერესებული მოქალაქეები დაესწრნენ, რომლებიც აქტიურად ჩაერთნენ პრეზენტაციის მსვლელობაში და მაჟორიტარისგან მათ მიერ დასმულ კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.

04.02.2019

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58
(+995) 571 22 40 22

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.6935
Down 0.0004
RUB
100
RUB
4.2126
Up 0.0039
EUR
1
EUR
3.0291
Down 0.0032
TRY
1
TRY
0.4646
Up 0.0023
განახლების დრო 20-04-2019