მერაბ ქვარაია: პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიში უაღრესად საქმიანი და შინაარსიანი იყო

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელ საანგარიშო მოხსენებას ეხმაურება. მისი თქმით, აქცენტები, რომელიც ირაკლი კობახიძემ გააკეთა, საპარლამენტო ზედამხედველობისა და კონტროლის გაძლიერებას უწყობს ხელს. „პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიში უაღრესად საქმიანი და შინაარსიანი იყო.

აქცენტები, რომელიც მან გააკეთა, საპარლამენტო ზედამხედველობისა და კონტროლის გაძლიერებას და ეფექტური მმართველობის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. დარწმუნებული ვარ, ახალი კონსტიტუცია, ახალი რეგლამენტი და ახალი გარემო საპარლამენტო საქმიანობისთვის, საქართველოს პარლამენტსა და მისი წევრებს კიდევ უფრო შედეგიანსა და ნაყოფიერს გახდის იმ გამოწვევებთან გამკლავებაში, რომლებიც 2019 წელს დღის წესრიგში დგას“, - განაცხადა მერაბ ქვარაიამ. დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარლამენტის ახალი რეგლამენტის თანახმად, მოსახლეობის წინაშე პარლამენტის 2018 წლის ანგარიშით წარდგა და 2019 წლის გეგმებზეც ისაუბრა.

05.02.2019

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58
(+995) 571 22 40 22

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.6935
Down 0.0004
RUB
100
RUB
4.2126
Up 0.0039
EUR
1
EUR
3.0291
Down 0.0032
TRY
1
TRY
0.4646
Up 0.0023
განახლების დრო 20-04-2019