"სამეგრელოს რაც შეიძლება მალე სჭირდება მაღალი დონის პროფესიული სასწავლებელი"

ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სამეგრელოში პროფესიული სასწავლებლების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ასეთი სასწავლებლები არა მარტო სამეგრელოს, არამედ აფხაზეთის რეგიონში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებსაც მოემსახურება.

„ზუგდიდსა და სამეგრელოს რაც შეიძლება მალე სჭირდება მაღალი დონის პროფესიული სასწავლებელი, რომელიც მოამზადებს კვალიფიციურ პროფესიულ კადრებს კომპიუტერული ტექნოლოგიების, ტურიზმის, აგრო თუ სხვა სექტორებისთვის. ასეთი სასწავლებელი არა მარტო სამეგრელოს, არამედ აფხაზეთის რეგიონში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებსაც მოემსახურება და ხელს შეუწყობს დასაქმების საკითხის გადაწყვეტას. ასეთი ტიპის სასწავლებელი, ტექნიკური კოლეჯი წლების წინათ არსებობდა და დღეს აუცილებელია, ის ახალი მოდიფიკაციითა და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად აღდგეს“, - განაცხადა მერაბ ქვარაიამ. დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა დეპუტატებს ანგარიში წარუდგინა და სამინისტროს მიერ განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო.

07.02.2019

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58
(+995) 571 22 40 22

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.6751
Up 0.0153
RUB
100
RUB
4.1046
Up 0.0503
EUR
1
EUR
3.0405
Up 0.0243
TRY
1
TRY
0.5041
Up 0.0055
განახლების დრო 26-02-2019