ადამიანის უფლებათა დაცვის, სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტისა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) ერთობლივი საინფორმაციო შეხვედრა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარიატმა (UNHCR) ერთობლივი საინფორმაციო შეხვედრა გამართეს თემაზე: „იძულებით გადაადგილებულ, ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელ პირთა მდგომარეობა საქართველოში“ შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ მიმართა.

აღნიშნულ შეხვედრაზე ქ.ზუგდიდის მაჟორიტარი პარლამენტის წევრი მერაბ ქვარაია ევროკომისარს ესაუბრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა პრობლემებსა და საჭიროებებზე და მადლობა გადაუხადა მათთვის გაწეული მხარდაჭერისთვის: “მიუხედავად ყოველდღიური აქტიური მუშაობისა დევნილთა საკითხების ირგვლივ, კიდევ ბევრი პრობლემა რჩება მოსაგვარებელი ამ კუთხით. დამეთანხმებით, რომ აუცილებელია მათთვის სოციალური პრობლემების მაქსიმალური შემსუბუქება, რისთვისაც საჭიროა მეტი დაფინანსება. დევნილები აუცილებლად დაუბრუნდებიან საკუთარ სახლებს, თუმცა სანამ ეს მოხდება, ჩვენი ვალია ვიზრუნოთ მათზე“- განაცხადა მერაბ ქვარაიამ.

14.02.2019

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.9336
Down 0.0018
RUB
100
RUB
4.4689
Up 0.0182
EUR
1
EUR
3.2487
Down 0.0096
TRY
1
TRY
0.5086
Down 0.0052
განახლების დრო 23-08-2019