ქ.ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია, ავღანეთიდან საბჭოთა ჯარების გამოყვანის 30 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა

„მოგესალმებით ყველას, მივესალმი თვადაცვის სამინისტროს შემადგენლობას, მივესალმები პატარებს, რომლებიც შორიდან სალამს გვიძღვნიან, მინდა მივესალმო გენშტაბს, თითოეულ ჯარისკაცს, ჩვენს სამხედრო ძალებს.

ჩემთვის მართლაც პატივი არის დღეს აქ ყოფნა, შეხვედრა თქვენთან, განსაკუთრებით მივესალები ავღანეთის ომის ვეტერნებს, რომელთა დღეც არის დღეს, ასევე ვსარგებლობ შემთხვევით და გილოცავთ მირქმის დღესასწაულს, რომელიც იმედთან და სიკეთის მოლოდინთან არის დაკავშირებული. მე მინდა, თითოეული მებრძოლის მიმართ გამოვთქვა ჩემი უდიდესი პატივისცემა და თქვენთან ერთდ პატივს მივაგებ ყველა იმ ადამიანს, ვინც სამშობლოს ზვარაკად შეეწირა. ეს არის მართლაც ყველაზე დიდი გმირობა, რაც შეუძლია ადამიანს დედამიწაზე ჩაიდინოს, ამიტომაც თითოეული ჯარისკაცი ჭეშმარიტად იმსახურებს პატივისცემას და დაფასებას, ვინაიდან ისინი არიან პოტენციურად გმირები და ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო თაობებს ზრდიდა გმირობის მაგალითებით. მე მჯერა პატარები, რომლებიც შეხვედრას ესწრებიან, გაიზრდებიან ასეთივე გმირობის მაგალითებით, მაგრამ მათ არ მოუწევთ ბრძოლა ომში, დარწმუნებული ვარ, მათ მოუწევთ ბრძოლა სხვა წარმატებების ასპარეზზე. თითოეული მათგანი წარმომიდგენია ეკომონიკაში, ბიზნესში, ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის შენებაში. მე ვარ ქ. ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი, ყველაზე ახლოს მყოფი ქალაქის იმ მიწა-წყალთან, რომელიც სანატრელად გვაქვს ქცეული და მჯერა, რომ ჩვენ, ყველა ერთად მშვიდობით, ერთობით დავიბრუნებთ ჩვენს მიწა-წყალს. ღმერთმა გაგვაძლიეროს და მოგვცეს ერთიანი ძლიერი საქართველო ახლო მომავალში"-მერაბ ქვარაია

15.02.2019

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58
(+995) 571 22 40 22

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.6751
Up 0.0153
RUB
100
RUB
4.1046
Up 0.0503
EUR
1
EUR
3.0405
Up 0.0243
TRY
1
TRY
0.5041
Up 0.0055
განახლების დრო 26-02-2019