რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მერაბ ქვარაია “ევროპული საქართველოს“ წევრის გიგი უგულავას მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

პარლამენტარის განმარტებით, უგულავა დროს ჩამორჩა და აუდიტის მოხსენება რომელზეც ის საუბრობს ჯერ კიდევ წინა წელს, 16 ოქტომბერს გამოქვეყნდა
“შემდეგ სასესიო კვირაში ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი პარლამენტს ესტუმრება და დარწმუნებული ვარ ყველა კითხვაზე დამაჯერებელ და არგუმენტირებულ პასუხს გაგვცემს. უგულავა კი, როგოც ჩანს, დროს ჩამორჩა. აუდიტის მოხსენება, რომელზეც ის საუბრობს ჯერ კიდევ წინა წელს, 16 ოქტომბერს გამოქვეყნდა. 16 ოქტომბრიდან დღემდე საკმაოდ დიდი დრო გავიდა, ბევრი რამე გაკეთდა და ამასთან ცოტა სარკაზმულია, მაგრამ ამ დოკუმენტის შემდგენელ უწყებას დიდი ხანია კონტროლის პალატა აღარ ჰქვია. ასე რომ დემაგოგიურ განცხადებებს სჯობს მინისტრის საპარლამენტო საათს დაველოდოთ და პირადად მისგან მოვისმინოთ ჩვენთვის საინტერესო საკითხებზე სრული ინფორმაცია”-განაცხადა მერაბ ქვარაიამ
16.02.2019

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.9336
Down 0.0018
RUB
100
RUB
4.4689
Up 0.0182
EUR
1
EUR
3.2487
Down 0.0096
TRY
1
TRY
0.5086
Down 0.0052
განახლების დრო 23-08-2019