მერაბ ქვარაიას კითხვა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს "მინისტრის საათის“ ფარგლებში.

ხომ არ ემუქრება საფრთხე ანაკლიის პორტის პროექტს? - აღნიშნული საკითხით ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია დაინტერესდა. დეპუტატმა შესაბამისი კითხვა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს ,,მინისტრის საათის“ ფარგლებში დაუსვა. „მინდა კითხვა დაგისვათ ძალიან მნიშვნელოვან პროექტთან დაკავშირებით, ვგულისხმობ ანაკლიის პორტის პროექტს, რომელიც არის საუკუნის პროექტი, არა მარტო მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, არამედ იმით, რომ საუკუნეზე მეტი მიმდინარეობდა მსჯელობა ამ პროექტის განხორციელებაზე და სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში გახდა შესაძლებელი საფუძველი ჩაყროდა. ქალბატონო მინისტრო, ხომ არ ემუქრება საფრთხე ანაკლიის პორტის პროექტს და როგორია მისი გაგრძელების რეალიები?“- მიმართა მინისტრს კითხვით ქვარაიამ. დეპუტატმა მინისტრს ასევე სთხოვა პირადად კონტროლზე აიყვანოს ზუგდიდის შიდა გზების მდგომარეობა რადგან მიმდინარე, სამი პროექტის გამო ზუგდიდში 30 ქუჩაზე გადაადგილება პრობლემურია. კიდევ ერთი საკითხი ჯიხაშკარში მდებარე ჭაქვინჯის ციხის ( XIV – XVII ) რეაბილიტაციას ეხებოდა. მაჟორიტარმა დეპუტატმა მაია ცქიტიშვილს მისი რეაბილიტაცია სთხოვა. შეგახსენებთ ,,მინისტრის საათის“ ფარგლებში დეპუტატები დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილს უსმენენ.

20.02.2019

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58
(+995) 571 22 40 22

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.7676
Up 0.0206
RUB
100
RUB
4.2905
Up 0.0346
EUR
1
EUR
3.0848
Up 0.0205
TRY
1
TRY
0.4573
Up 0.0031
განახლების დრო 22-05-2019