ქ. ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელძღვანელს რეზო ქობალიას შეხვდა.
შეხვედრაზე ყურადღება პრიორიტეტულ თემებზე გამახვილდა. ძირითადი
აქცენტები ისეთ საკითხებზე გაკეთდა, როგორიცაა დევნილთა
სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, გრძელვადიან
საცხოვრებელ ბინებში ჩასახლების პროცესების დაჩქარება
, სამუშაო ადგილების ხელშეწყობა, კომპაქტურად ჩასახლებული დევნილების
მდგომარეობის, მათი სოციალური ფონის შესწავლა და ოკუპირებულ ზონაში
ლეგიტიმურად მცხოვრებ მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაცია. თავის
მხრივ, მაჟორიტარმა დეპუტატმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის ხელმძღვანელს მაქსიმალური თანადგომა გამოუცხადა და დევნილთა
პრობლემების ერთობლივ შესწავლას და პროცესების გაუმჯობესების
დაჩქარებას დაპირდა.
25.02.2019