მერაბ ქვარაია: პარლამენტის თავმჯდომარეს თანადგომა სჭირდება და არა სარმის გამოდება

ზუგდიდის მაჟოროიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია ეკა ბესელიას მიერ „რუსთავი 2“-ის ეთერში გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, სადაც ის პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩნენტის დაყენების საკითხზე საუბრობს. „უმჯობესია, იმპიჩმენტზე კი არა, საქმეზე და იმ რეალურ გამოწვევებზე ვიფიქროთ, რაც ქვეყნისა და ხალხის წინაშეა. პარლამენტის თავმჯდომარეს თანადგომა სჭირდება და არა სარმის გამოდება, ისტორიამ და გამოცდილებამ უნდა გვასწავლოს რაღაც... საზრუნავი და საფიქრალი კი თითოეულ ჩვენგანს ნამდვილად ბევრი გვაქვს. ხალხი არა შიდა კონფრონტაციას, არამედ არსებული პრობლემების კარგად გააზრებას და სიკეთის მომტან ნაბიჯებს ითხოვს“. - განაცხადა მერაბ ქვარაიამ.
27.02.2019

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.9336
Down 0.0018
RUB
100
RUB
4.4689
Up 0.0182
EUR
1
EUR
3.2487
Down 0.0096
TRY
1
TRY
0.5086
Down 0.0052
განახლების დრო 23-08-2019