რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა

მერაბ ქვარაიამ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე განსახილველად გამოიტანა პარლამენტის წევრების: ზაზა გაბუნიას, გიორგი კახიანის, მერაბ ქვარაიას და კობა ლურსმანაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ” (პირველი მოსმენით განხილვა). დღეს მოქმედი კანონის თანახმად სახელმწიფო საკუთრებაში და ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების უნებართვო დაკავება ანდა მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობა იწვევს დაჯარიმებას. ხოლო მუნიციპალიტეტის საკუთრებაში (გარდა თბილისის მუნიციპალიტეტისა) არსებული მიწის ნაკვეთების უნებართვო დაკავების და სარგებლობის შემთხვევაში კანონი არ აძლევს საშუალებას მუნიციპალიტეტებს აღკვეთონ ეს უკანონო ქმედება. კანონპროექტის მიღების მიზანია, აღნიშნულ სამართალდარღვევებზე რეაგირების მექანიზმები გავრცელდეს ასევე ყველა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთების უნებართვო დაკავების ანდა სარგებლობის შემთხვევებშიც. დეპუტატებმა გამოთქვეს მოსაზრებები, მომხსენებელმა უპასუხა კოლეგების შეკითხვებს, რის შემდეგაც კომიტეტმა კანონპროექტს კენჭისყრით დაუჭირა მხარი. კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. კანონპროექტი განსახილველად განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია ზედგენიძემ წარადგინა. პროექტის მიხედვით, ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირებისათვის უფრო მაღალი ლეგიტიმაციის მინიჭების მიზნით შეიქმნება საქართველოს მთავრობის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიულ პირი - ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული სააგენტო, რომლიც დაფუძნდება სამი სუბიექტის - ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის - ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტის შერწყმის საფუძველზე. კანონპროექტით განსაზღვრულია კონკრეტული შესასრულებელი ღონისძიებები, დგინდება უფლებამონაცვლეობისა და ქონების გადაცემის საკითხი. როგორც კანონპროექტშია აღნიშნული, სააგენტოს წარდგინებით მთავრობის მიერ მოხდება სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის მოსაპოვებლად ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების მიერ შემუშავებული პროექტების კონკურსის ჩატარების ვადის, წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცება, ასევე დამტკიცდება ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის მიზნით სათათბირო ორგანოს დებულება. კანონპროექტს კომიტეტმა მხარი დაუჭირა. დღევანდელ სხდომაზე საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კიდევ ერთი კანონპროექტი განიხილეს პირველი მოსმენით - „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. რომლის მიხედვითაც, იმ შენობა-ნაგებობის შეკეთების (რემონტის), რეკონსტრუქციის, აღდგენის ანდა დემონტაჟის განუხორციელებლობა, რომელიც იწვევს მუნიციპალიტეტის იერსახის დამახინჯებას გამოიწვევს მესაკუთრის დაჯარიმებას 200-დან 5000 ლარამდე, ჯარიმის ოდენობა დამოკიდებული იქნება შენობის ადგილმდებარეობაზე. კანონპროექტის მიხედვით იერსახის დამახინჯებად ჩაითვლება შენობა-ნაგებობის არსებობა, რომელსაც დაზიანებული აქვს გარე მოპირკეთება, გადახურვა, შემინვა, შემოღობვა, გარეშემომზღუდავი ანდა მზიდი კონსტრუქციები. აღნიშნული ცვლილებები არ გავრცელდება საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე არსებულ საცხოვრებელ სახლებზე, ასევე იმ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებსა და შენობა-ნაგებობებზე, რომლებიც გამოიყენება საცხოვრებელი მიზნით, რათა არ მოხდეს საკუთრების უფლების ხელყოფა. კანონპროექტი კომიტეტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა გააცნო. კომიტეტის წევრებმა კენჭისყრით დაუჭირეს მხარი წარმოდგენილ დოკუმენტს.
28.02.2019

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.8661
Down 0.0235
RUB
100
RUB
4.5362
Down 0.0120
EUR
1
EUR
3.1900
Down 0.0128
TRY
1
TRY
0.4956
Down 0.0019
განახლების დრო 13-12-2019