მერაბ ქვარაია: მერწმუნეთ, “ნაცმოძრაობის” კანდიდატი ვერ გახდება ზუგდიდის მერი

სულ რამდენიმე თვეში ზუგდიდის მუნიციპალიტეტში თვითმმართველობის შუალედური არჩევნები ჩატარდება. ზუგდიდელებს ახალი მერის არჩევა მოუწევთ. ჯერ-ჯერობით არც მმართველი პარტია და არც ოპოზიციური პარტიები არ ჩქარობენ მერობის კანდიდატის დასახელებას. “აიპრესთან” საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია აცხადებს, რომ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატის შერჩევის პროცესშია, თუმცა მათი სახელების და გვარების დასახელებისგან თავს იკავებს. “პარტიას ჯერ-ჯერობით არ აქვს გადაწყვეტილი ვინ იქნება ზუგდიდის მერობის კანდიდატი. წინაპერიოდის გათვალისწინებით, მომხდარის გათვალისწინებით, გამოწვევების, რომელიც რეალურად არის ქვეყნის წინაშე, ძალიან რთული, საპასუხისმგებლო მისია დაეკისრება ადამიანს, ვინც იქნება ზუგდიდის მერი. იმის გათვალისწინებით, რომ ზუგდიდის არჩევნებზე ბევრია დამოკიდებული ქვეყანაში შემდგომი პოლიტიკური პროცესების თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, ყურადღებით ვადევნებთ ამ სელექციის პროცესს თვალს. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უახლოეს დღეებში გვეყოლება კანდიდატი, რომელსაც საზოგადოებას წარუდგენთ, მანამდე არ დავასწრებ მოვლენებს, არის რამდენიმე ღირსეული ადამიანი, რომელზეც მიმდინარეობს მსჯელობა. _ არის საუბარი, რომ შესაძლოა ზუგდიდი მერობის კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ იყოს „ნაცმოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია ან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი(თუმცა ჯერ-ჯერობით ოფიციალურად არ დაუსახელებიათ ვინ იქნება კანდიდატი). თქვენი აზრით, ასეთ შემთხვევაში დაკარგავს თუ არა მმართველი პარტია ზუგდიდის მერის პოსტს? _ „ნაციონალურ მოძრაობას“ კანდიდატი ნამდვილად ეყოლება, მაგრამ მერწმუნეთ, ის ვერ გახდება ზუგდიდის მერი, ამ არჩევნებზე და ვერც შემდგომ არჩევნებზე, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. ჩვენი ამოცანაა, პირველივე ტურში დავასრულოთ არჩევნები. სწორედ ამიტომ, დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით მერობის კანდიდატის არჩევის პროცესს. ვფიქრობ, კანდიდატი რომელსაც ჩვენ შევთავაზებთ საზოგადოებას, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად შეძლებს პირველი ტურში დაასრულოს არჩევნები, დამაჯერებელი გამარჯვებით. ძალიან პოზიტიურად ვარ განწყობილი ზუგდიდში თვითმმართველობის არჩევნების მიმართ. ზუგდიდი ეყოლება ისეთი კანდიდატი, რომელიც თითოეულ ზუგდიდელ გაუხარდება და მისაღები იქნება საზოგადოებისთვის.
01.03.2019

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.9466
Down 0.0107
RUB
100
RUB
4.6218
Down 0.0115
EUR
1
EUR
3.2690
Down 0.0106
TRY
1
TRY
0.5113
Down 0.0016
განახლების დრო 07-12-2019