რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრებმა დღეს კატალონიის რეგიონის დელეგაციის წევრებს უმასპინძლეს.

შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ მერაბ ქვარაიამ, დეპუტატებმა გიორგი კოპაძემ, გოგა გულორდავამ, კობა ლურსმანაშვილმა და კარლო კოპალიანმა საქართველოს რეგიონების განვითარებისა და ქვეყნის თვითმმართველობის პოლიტიკის შესახებ ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა დეცენტრალიზაციის გეგმებზე, ასევე, ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე. კატალონიის მუნიციპალიტეტების ფედერაციის (FMC) გენერალურმა მდივანმა ხუან იგნასიო სოტო ვალემ, ამავე ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა და ესპარეგუერას მერმა, ედუარდო რივას მატეომ და ოლივიერ ტერიენმა ისაუბრეს ესპანეთის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობის დეცენტრალიზაციისა და რეგიონების წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევის მიმართულებით არსებულ პრაქტიკაზე. შეხვედრაზე მხარეებმა შემდგომი თანამშრომლობის გაგრძელებისა და გამოცდილების გაზიარების სურვილი გამოთქვეს.
05.03.2019

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.8661
Down 0.0235
RUB
100
RUB
4.5362
Down 0.0120
EUR
1
EUR
3.1900
Down 0.0128
TRY
1
TRY
0.4956
Down 0.0019
განახლების დრო 13-12-2019