თვითმმართველობების ფინანსური და უფლებრივი გაძლიერება დღეს ჩვენი დღის წესრიგი და რეალური გამოწვევაა

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია საქართველოს პარლამენტში დეცენტრალიზაციის რეფორმის სამუშაო ჯგუფის შექმნას დადებითად აფასებს. „დეცენტრალიზაციის რეფორმის სამუშაო ჯგუფით, რომელიც საქართველოს პარლამენტში შეიქმნა, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო მთავრობის მიერ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში დაწყებული დეცენტრალიზაციის რეფორმის პროცესის მნიშვნელოვანი მონაწილე ხდება. თვითმმართველობების ფინანსური და უფლებრივი გაძლიერება დღეს ჩვენი დღის წესრიგი და რეალური გამოწვევაა. ეს არის ერთადერთი სწორი გზა რეგიონების გასაძლიერებლად, რომ საცხოვრებლად თუ საქმიანობისთვის მიმზიდველი გავხადოთ ჩვენი რეგიონები და შევაჩეროთ მოსახლეობის გადინების ნეგატიური პროცესი რეგიონებიდან დედაქალაქისკენ. თუ ჩვენ გვეყო სითამამე და გამბედაობა ქმედითი ნაბიჯებისთვის, რისთვისაც ვფიქრობ, მზად ვართ, ქვეყნის განვითარება ახალ ტემპსა და დინამიკას შეიძენს. თვითმმართველობას საქართველოში უკვე საკმარისი გამოცდილება და შესაძლებლობა აქვს იმისთვის, რომ მეტი უფლებებითა და რესურსებით აღიჭურვოს ის. ამის პარალელურად კი კიდევ უფრო უნდა გააქტიურდეს მონიტორინგის, გამჭვირვალობისა და სამოქალაქო ჩართულობის თანამედროვე მექანიზმები, რაც დემოკრატიული საზოგადოების მნიშვნელოვანი ელემენტია“. - აცხადებს მერაბ ქვარაია.
13.03.2019

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58
(+995) 571 22 40 22

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.7676
Up 0.0206
RUB
100
RUB
4.2905
Up 0.0346
EUR
1
EUR
3.0848
Up 0.0205
TRY
1
TRY
0.4573
Up 0.0031
განახლების დრო 22-05-2019