მერაბ ქვარაია ახლადშექმნილი დეცენტრალიზაციის სტრატეგიის (2019-2025) პროექტის განმხილველი საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის მდივნად დაინიშნა.

საქართველოს პარლამენტში რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის მოთხოვნით დეცენტრალიზაციის საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფი შეიქმნა ზაზა გაბუნიას ხელმძღვანელობით. საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის მდივნად მერაბ ქვარაია დაინიშნა. სამუშაო ჯგუფი მთავრობის მიერ შემუშავებული სტრატეგიის დოკუმენტს განიხილავს. ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ ფრაქციების წარმომადგენლები, ასევე იმ კომიტეტების წევრები, რომლებიც უშუალო კავშირში არიან თვითმმართველობებთან და რეგიონულ პოლიტიკასთან. დეცენტრალიზაციის სტრატეგიის დოკუმენტი თვითმმართველობისთვის ახალი უფლებამოსილებების, ასევე მეტი ფინანსური რესურსების გადაცემასა და მოქალაქეთა მონაწილეობის უკეთესი მექანიზმების შექმნის ხელშეწყობაზეა ორიენტირებული.
15.03.2019

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.9466
Down 0.0107
RUB
100
RUB
4.6218
Down 0.0115
EUR
1
EUR
3.2690
Down 0.0106
TRY
1
TRY
0.5113
Down 0.0016
განახლების დრო 07-12-2019