ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია მოსახლეობას დილიდან აქტიურ რეჟიმში ხვდება.

მოქალაქეები პარლამენტის წევრს სხვადასხვა პრობლემის მოგვარების თხოვნით მიმართავენ. სოციალური პრობლემები და დასაქმება - ეს იყო ძირითადი საკითხები, რომელზეც შეხვედრისას მოქალაქეებმა ყურადღება გაამახვილეს და მაჟორიტართან ერთად პრობლემების მოგვარების მექანიზმზე იმსჯელეს. მაჟორიტარი დეპუტატის მიზანია, იყოს მოსახლეობასთან უფრო ახლოს და მაქსიმალურად იზრუნოს თითოეული ზუგდიდელის ცხოვრების გაუმჯობესებაზე. ამისთვის მაჟორიტარი დეპუტატი პერიოდულად მართავს შეხვედრებს, ისმენს მოქალაქეების პრობლემებს და დგამს ქმედით ნაბიჯებს მათ დასახმარებლად. 
ცნობისთვის, თითოეულ მოქალაქეს გაქვთ შესაძლებლობა მობრძანდეთ, N65 ოლქის ქ. ზუგდიდის მაჟორიტარი პარლამენტის წევრის მერაბ ქვარაიას ბიუროში. მისამართი: ქ.ზუგდიდი, კოსტავას ქ. N58
 592 24 75 75; 571 22 40 22.
23.03.2019

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.9723
Down 0.0000
RUB
100
RUB
4.6531
Down 0.0000
EUR
1
EUR
3.2779
Down 0.0000
TRY
1
TRY
0.5169
Down 0.0000
განახლების დრო 17-11-2019