ქ.ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი, მერაბ ქვარაია ზუგდიდის მერობის კანდიდატად გიორგი (გეგა) შენგელიას წარდგენას ეხმაურება და აცხადებს, რომ გეგა შენგელიას დიდი უპირატესობა აქვს. მისივე განმარტებით ზუგდიდს სულ მალე ძლიერი მერი ეყოლება

"დღეს ზუგდიდს, ღირსეული ზუგდიდელი მერი სჭირდება, ადამიანი, რომელსაც უყვარს ზუგდიდი, ესმის ხალხის და იცის როგორ აკეთოს საქმე. სწორი არჩევანი გაკეთდა, რომ აქცენტი საბოლოოდ მენეჯერულ უნარ-ჩვევებსა და პროფესიონალიზმზე შეჩერდა და ზუგდიდის მერობის კანდიდატად გეგა შენგელია დავასახელეთ. გეგას სახით ზუგდიდს ძლიერი მენეჯერი, კეთილსინდისიერი ადამიანი და რაც ყველაზე მთავარია ზუგდიდის საჭიროებების ზედმიწევნით მცოდნე მერი ეყოლება. ის ზუგდიდის შვილია, კარგად იცნობს და გრძნობს ზუგდიდს და ზუგდიდელები კი კარგად იცნობენ მას. აქ დაიბადა, აქ გაიზარდა და დარწმუნებული ვარ არაფერს დაიშურებს ზუგდიდის კეთილდღეობისთვის. ასე რომ სანდრა რულოვსის წინააღმდეგ გეგა შენგელიას დიდი უპირატესობა აქვს. წარმატებები ვუსურვოთ ღირსეულ კანდიდატს, გეგა შენგელიას!"- მერაბ ქვარაია
25.03.2019

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.9275
Up 0.0050
RUB
100
RUB
4.3846
Up 0.0137
EUR
1
EUR
3.2445
Up 0.0011
TRY
1
TRY
0.5120
Down 0.0109
განახლების დრო 21-08-2019