მერაბ ქვარაია "ბავშვთა კოდექსის" პროექტზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე:

„მინდა ხაზი გავუსვა, რომ მართლაც ძალიან დიდი შრომაა ჩადებული ამ დოკუმენტში. როგორც პირადად თქვენი, ქალბატონო სოფიო, ასევე ყველა იმ ადამიანის, ვინც იყო ჩართული ამ დოკუმენტის შემუშავებაში. ძალიან გულწრფელად მინდა, რომ ეს იყოს სწორად მიტანილი საზოგადოებამდე და დაინახოს ხალხმა ის კეთილშობილური მიზნები და ამოცანები, რაც ამ კოდექსს გააჩნია. ეს კოდიფიცირებული დოკუმენტი, პირველ რიგში აერთიანებს ყველა ნორმას, რომელიც გაბურულია სხვადასხვა კანონმდებლობაში და ეს არის ერთგვარი სიგნალი, რომ ბავშვის უფლებათა დაცვა, ბავშვებზე ზრუნვა, ბავშვის სწორად აღზრდა, მისი განვითარების, მისი მექანიზმების ჩამოყალიბება, რომელიც სახელმწიფოსთვის არის უმნიშვნელოვანესი, ახალ სიმაღლეებზე ავიდეს. სწორედ, ამ ყველაფერს ემსახურება აღნიშნული დოკუმენტი. ნებისმიერი ევროპული ქვეყანა, რომელიც განვითარების სიმაღლეზეა, სწორედ ასე იწყებს. ჩვენ ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ, ამიტომაც ბავშვს უნდა მივცეთ სწორი საფუძვლები, რომ ღირებული და განათლებული საზოგადოება ავაშენოთ. ამიტომაც, ეს არის საზოგადეობის ყველა სეგმენტის ერთიანი ამოცანა. ძალიან მისასალმებელია ჩვენი კომიტეტის მიმღებლობაც. მზად ვართ ნებისმიერი საკითხი ყველა კუთხიდან დავინახოთ და გავაანალიზოთ. დარწმუნებული ვარ, რომ საკანონმდებლო ისტორიას, ამ კოდექსის სახით, ერთი ძალიან ღირებული დოკუმენტი შეემატება, რომელიც ჩვენს ბავშვებს ცხოვრებისა და განვითარების ახალ შესაძლებლობებს მისცემს“




26.03.2019

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.9275
Up 0.0050
RUB
100
RUB
4.3846
Up 0.0137
EUR
1
EUR
3.2445
Up 0.0011
TRY
1
TRY
0.5120
Down 0.0109
განახლების დრო 21-08-2019