გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა მუნიციპალური ნარჩენების სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ თემატური მოკვლევის ფარგლებში საჯარო უწყებების ზეპირი მოსმენა გამართა.

„მუნიციპალური ნარჩენების სფეროში არსებული მდგომარეობა“ - არის თემა მეორე თემატური მოკვლევისა, რომელსაც პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი ახორციელებს. 
„თემატური მოკვლევები რეგლამენტმა სავალდებულო გახადა და ახლა უკვე ყველა კომიტეტმა დაიწყო მუშაობა ამ მიმართულებით. ჩვენი კომიტეტი უკვე მეორე მოკვლევას ატარებს, ამჯერად მუნიციპალურ ნარჩენებზე. როგორც გამოვლინდა, ეს რეგიონებში ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ საკითხად მიაჩნიათ. პირველ ეტაპზე გვყავდნენ მოწვეული ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებმაც გაგვაცნეს თავიანთი პოზიციები ამ საკითხთან დაკავშირებით, დაფუძნებული კონკრეტულ ფაქტებზე და ასევე მოვახდინეთ იმ უწყებების იდენტიფიცირება, რომლებსაც ზეპირი მოსმენისას მოვიწვევდით“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ.
27.03.2019

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
3.0463
Down 0.0104
RUB
100
RUB
4.3310
Up 0.0293
EUR
1
EUR
3.4381
Up 0.0134
TRY
1
TRY
0.4444
Down 0.0015
განახლების დრო 03-07-2020