გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი თემატური მოკვლევის ფარგლებში საჯარო უწყებების ზეპირ მოსმენას აგრძელებს

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა მუნიციპალური ნარჩენების სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ თემატური მოკვლევის ფარგლებში საჯარო უწყებების ზეპირი მოსმენა დღესაც გააგრძელა. თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფის დეპუტატმა წევრებმა მოისმინეს განმარტებები სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომდგენელთა მხრიდან. კერძოდ, საკვლევი საკითხის ირგვლივ ჯგუფის წინაშე ინფორმაციით წარსდგნენ: ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიგა კაცია, მყარი ნარჩენების კომპანიის დირექტორი გიორგი შუხოშვილი და მრჩეველი ხათუნა ჩიკვილაძე. როგორც შეხვედრაზე აღნიშნა, დღეის მდგომარეობით, ნარჩენების მართვის კუთხით უშუალოდ ბიუჯეტის მხრიდან წლიურად 160-170 მლნ ლარი იხარჯება. ხარჯები მზარდია და ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით გაწეული ხარჯები 5-10%-ით იზრდება. აღნიშნული პრობლემის გადაჭრაზე, ფინანსთა სამინისტრო დონორებთან და რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად მუშაობს. როგორც მოსმენაზე ითქვა, სტრატეგიით მუნიციპალიტეტებს ევალებათ, რომ ახალი მეთოდოლოგია შეიმუშაონ, რომელიც უფრო მორგებული იქნება თანამედროვე სტანდარტებს, თუმცა ამის საკანონმდებლო მოთხოვნა არ არსებობს, ვინაიდან ორი წლის თავზე შესაბამისი ჩანაწერი კანონში არ არსებობს. კითხვები კი ჩნდება, მათ შორის იმის თაობაზე, რამდენად მზადაა ქვეყანა, რომ ტვირთი მოსახლეობაზე გადავიდეს? როგორი უნდა იყოს მუნიციპალიტეტების როლი ნარჩენების მართვის სფეროში? რა იგეგმება ამ კუთხით მუნიციპალიტეტების გაძლიერებისათვის? რა ამოცანები და გეგმები აქვს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და მყარი ნარჩენების კომპანიას მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის მიმართულებით? ამ და თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფის წევრების კიდევ სხვა კითხვებზე ამომწურავი ინფორმაცია წარმოადგინეს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ და მყარი ნარჩენების კომპანიის წარმომადგენლებმა. მათ გრძელვადიან გეგმებზეც ისაუბრეს, რომლის საბოლოო მიზანი რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობაა. ყურადღება მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე და მუნიციპალიტეტების ფინანსურ მდგომარეობაზეც გამახვილდა, რომლებიც ერთ-ერთ მთავარ საკითხს წარმოადგენს მუნიციპალური ნარჩენების მართვის სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრის გზაზე. თემატური მოკვლევის პროექტი ხორციელდება ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) მიერ, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.
28.03.2019

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.9701
Down 0.0017
RUB
100
RUB
4.6607
Up 0.0146
EUR
1
EUR
3.3158
Up 0.0070
TRY
1
TRY
0.5102
Down 0.0032
განახლების დრო 22-10-2019