მერაბ ქვარაიას კომენტარი "გამჭვირვალობის" რეკომენდაციაზე

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი საფუძვლიანს უწოდებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ რეკომენდაციას, რომლის თანახმადაც, მთავრობამ დროულად უნდა დაიწყოს მუნიციპალიტეტებისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა და სხვა ქონების გადაცემის პროცესი. პარლამენტარის თქმით, ამ გამოწვევის წინაშე დგას როგორც ზუგდიდი, ისე ყველა დანარჩენი მუნიციპალიტეტი საქართველოში. დეპუტატმა აღნიშნა, რომ მთავრობის მიერ შემუშავებული დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტის განმხილველი კომისია, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში მოქმედებს, უძრავი ქონების მუნიციპალიტეტებისთვის გადაცემის საკითხს სამუშაო სხდომაზე ცალკე თავად განიხილავს, რაც ამ საკითხის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. „შესაბამისად გვაქვს მოლოდინი, რომ არა წლობით, არამედ უკვე ათწლეულების მანძილზე გადაუჭრელი ეს მნიშვნელოვანი საკითხი სწორი მიმართულებით შეიცვლება", - აცხადებს მერაბ ქვარაია. „გამჭვირვალობის“ ახალი კვლევის მიხედვით, მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე სახელმწიფო უფრო მეტ უძრავ ქონებას ფლობს, ვიდრე თვითმმართველობა. ის ქონება კი, რომელიც მუნიციპალიტეტების ბალანსზეა, ძირითად გაუსხვისებელი ქონებაა. შესაბამისად, მათგან შემოსავლის მიღების შესაძლებლობას თვითმმართველობა მოკლებულია.
29.03.2019

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.9275
Up 0.0050
RUB
100
RUB
4.3846
Up 0.0137
EUR
1
EUR
3.2445
Up 0.0011
TRY
1
TRY
0.5120
Down 0.0109
განახლების დრო 21-08-2019