ზუგდიდში ფილმის “გზა თავისუფლებისკენ” ჩვენება გაიმართა.

ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში, დოკუმენტური ფილმის “გზა თავისუფლებისკენ” ჩვენება გაიმართა. ფილმი, საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას მიეძღვნა. ფილმის ჩვენებას ხელისუფლების წარმომადგენლები, სასულიერო პირები და ზვიად გამსახურდიას თანამოაზრეები ესწრებოდნენ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და სასულიერო პირებმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და ქვეყნის პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობაზე ისაუბრეს. „საქართველო განსაკუთრებით აღნიშნავს ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეს, ზუგდიდიც მას სხვადასხვა ღონისძიებით ხვდება. ფილმის ჩვენების გარდა მნიშვნელოვანი იყო, პრეზიდენტის მიმართვა, რომელიც ფილმის რეჟისორმა, ირაკლი შონიამ წაუკითხა დამსწრე საზოგადოებას. ქვეყნის პირველი პრეზიდენტის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაგრძელდება ხვალაც და ჩვენ კიდევ ერთხელ გვექნება საშუალება, რომ გავიხსენოთ ზვიად გამსახურდია, ეროვნული მოძრაობის გმირების ცხოვრება და მოღვაწეობა, რომლებმაც დღემდე მოგვიტანეს ჩვენი ქვეყნის ისტორია“, - აღნიშნა ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ. ფილმის ავტორი და რეჟისორია ჟურნალისტი ირაკლი შონია. მისი თქმით, მან მოიარა ყველა ადგილი, სადაც კი მოუხდა ყოფნა დევნილ პრეზიდენტს. ფილმზე მუშაობა ერთი წელი გრძელდებოდა.
30.03.2019

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.9275
Up 0.0050
RUB
100
RUB
4.3846
Up 0.0137
EUR
1
EUR
3.2445
Up 0.0011
TRY
1
TRY
0.5120
Down 0.0109
განახლების დრო 21-08-2019