ზვიად გამსახურდიას ხსოვნისადმი მიძღვნილი პარაკლისი

დღეს, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 80 წელი გავიდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, პირველი პრეზიდენტის ხსოვნისადმი მიძღვნილი პარაკლისი ივერიის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში, ყოვლადუსამღვდელოესობა ზუგდიდისა და ცაიშის, გერმანიისა და ავსტრიის მიტროპოლიტმა გერასიმემ აღავლინა. პარაკლისს ვიცე-პრემიერი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია, ზუგდიდის მინიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი მაიზერ ნანავა, მერის პირველი მოადგილე გიორგი შენგელია, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ზუგდიდში, პირველი პრეზიდენტის იუბილესადმი მიძღვნილი სხვადსხვა ღონისძიება მთელი დღის განმავლობაში გაიმართება.
31.03.2019

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.9701
Down 0.0017
RUB
100
RUB
4.6607
Up 0.0146
EUR
1
EUR
3.3158
Up 0.0070
TRY
1
TRY
0.5102
Down 0.0032
განახლების დრო 22-10-2019