დეცენტრალიზაციის სტრატეგიის (2019-2025) პროექტის განმხილველი საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის პირველი თემატური სხდომა

დეცენტრალიზაციის სტრატეგიის (2019-2025) პროექტის განმხილველი საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის პირველი თემატური სხდომა გაიმართა, სადაც თვითმმართველობების უფლებამოსილების საკითხზე იმსჯელეს. როგორც დეცენტრალიზაციის სტრატეგიის (2019-2025) პროექტის განმხილველი საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის მდივანმა მერაბ ქვარაიამ განაცხადა დოკუმენტზე მუშაობა თვენახევრის განვალობაში გაგრძელდება, პარლამენტარის თქმით დეცენტრალიზაციის სტრატეგია ეფუძნება სამ ძირითად მიმართულებას: ადგილობრივი თვითმმართველობების უფლებამოსილებების გაზრდა; თვითმმართველობების ფინანსური და მატერიალური გაძლიერება; ჩართულობა და გამჭვირვალობა.  „ დღეს დავიწყეთ დეცენტრალიზაციის სტრატეგიის იმ დოკუმენტზე მუშაობა, რომელიც საქართველოს მთავრობამ, კერძოდ კი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ სამოქალაქო სექტორტან მუშაობის შედეგად გამოგვიგზავნა. დღევანდელ სხდომაზე ძირითადი ყურადღება დაეთმო თვითმმართველობების უფლებამოსილების საკითხს - ადგილობრივი თვითმმართველობების როლის გაზრდას საჯარო საქმეების მნიშვნელოვანი ნაწილის მოგვარებაში. მე ვფიქრომ, რომ ეს პროცესი რომელიც საქართველოს პარლამენტშია დაწყებული იქნება შედეგიანი და ჩვენ შევძლებთ თვითმმართველობის განვითარების ხანგრძლივი პროცესის შემდეგ მივიღოთ რეალური დეცენტალიზაცია ახალი შესაძლებლობებით, ასე რომ დაიწყო მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც მჯერა მნიშვნელოვანი შედეგებით დასრულდება“ - აღნიშნა მერაბ ქვარაიამ დეცენტრალიზაციის სტრატეგიის (2019-2025) პროექტის განმხილველი საპარლამენტო სამუშაო ჯგუფი კიდევ რამდენიმე სამუშაო სხდომას გამართავს, რომლებიც შეეხება თვითმმართველობათა ქონებას და ფინანსებს, გამჭვირვალობის, ჩართულობისა და გაძლიერების ნაწილს მუნიციპალიტეტებში. ამის შემდეგ გამოიკვეთება, თუ რა სახეს მიიღებს საბოლოოდ პარლამენტის რეკომენდაციები. სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა შემდეგ ორშაბათს გაიმართება.
01.04.2019

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.9275
Up 0.0050
RUB
100
RUB
4.3846
Up 0.0137
EUR
1
EUR
3.2445
Up 0.0011
TRY
1
TRY
0.5120
Down 0.0109
განახლების დრო 21-08-2019