მერაბ ქვარაია: ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა, ხიბულაში გაკეთდეს სახლ-მუზეუმი, ეროვნული და საშვილიშვილო საქმეა

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი, მერაბ ქვარაია პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას ეხმაურება. „ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა, რომ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიბულაში, ოჯახში, სადაც ცხოვრების უკანასკნელი დღეები და წუთები საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა, ზვიად გამსახურდიამ გაატარა, გაკეთდეს მისი სახელობის მუზეუმი. ეს არა მარტო მნიშვნელოვანი საქველმოქმედო საქმეა, არამედ – ჭეშმარიტად ეროვნული, საშვილიშვილო ინიციატივაა. ეს ადგილი გახდება სიმბოლო ბრძოლის, სამშობლოს სიყვარულის, ერთგულების, თავგანწირვის და ყოველთვის გაახსენებს მომავალ თაობებს ჩვენი ქვეყნის ეროვნული გმირების ღვაწლსა და თავდადებას”, – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მერაბ ქვარაიამ.
02.04.2019

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.8870
Up 0.0003
RUB
100
RUB
4.6730
Up 0.0138
EUR
1
EUR
3.1870
Down 0.0135
TRY
1
TRY
0.4858
Down 0.0016
განახლების დრო 25-01-2020