მერაბ ქვარაიამ 31 მარტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღება იმ ღონისძიებებზე გაამახვილა, რომელიც ზუგდიდისა და საქართველოს მასშტაბით საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას საიუბილეო თარიღს მიეძღვნა

“31 მარტი ორი უმნიშვნელოვანესი მოვლენით გამოირჩევა საქართველოს ისტორიაში: 1939 წლის 31 მარტს დაიბადა საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია და 1991 წლის 31 მარტს საქრთველოს ეროვნული ხელისუფლების უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ზვიად გამსახურდიას ხემძღვანელობით ჩატარდა საერთო სახალხო კენჭისყრა - დამოუკიდებლობის რეფერენდუმი, რომელზეც საქართველოს მოსახლეობამ 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე 70 წლიანი წყვეტის შემდეგ თითქმის ასპროცენტიანი მხარდაჭერით (98,99%) საქართველოს დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი. ეს რეფერენდუმი გამორჩეული იყო იმითაც, რომ მასში სრულიად საქართველო, აფხაზეთი და ოსეთი, ჩვენი ეთნიკური უმცირესობები მონაწილეობდნენ, რომელთა რაოდენობაც იმჟამად ამომრჩეველთა რაოდენობის თითქმის მესამედს შეადგენდა. ეს თარიღი ყოველთვის გაგვახსენებს ჩვენი დამოუკიდებლობის ისტორიას, ეროვნულ მოძრაობის გმირებს, განსაკუთრებით კი საქართველოს პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას გმირები არ კვდებიან, მათ სათანადო დაფასება სჭირდებათ... თუ ერი ღირსეულ პატივს მიაგებს თავის მამულიშვილებს, ის წარმატების გზაზეა. ხელისუფლება კი, რომელიც სწორად აფასებს საკუთარ ისტორიას, მომავალ თაობებს ჭეშმარიტ ორიენტირებს სთავაზობს. ზვიად გამსახურდია ჩვენი ბრძოლის გმირული ისტორია და მავე დროს ჩვენი დიდი ტკივილიცაა, ჩვენი შეცდომების გამოძახილი. მისი ტრაგიკული აღსასრული ყოველთვის გაგვახსენებს შეცდომებს, რომელიც მრავლად დავუშვით ეროვნული თვითგამორკვევისა და დამოუკიდებლობის გზაზე. შეცდმობეზე იზრდებიან და თუ შეცდომებს არ იმეორებ, ე.ი. იზრდები, ამიტომაც მნიშვნელოვანია სათანადო დასკვნები გავაკეთოთ ჩვენი ისტორიის ამ მძიმე ფურცლებიდან. წელს ზვიად გამსახურდიას იუბილე მთელმა საქართველომ გამორჩეულად აღნიშნა და ეს არა მარტო მისასალმებელია, დავიგვიანეთ კიდეც, თუმცა სჯობს გვიანო ნათქვამია. ღონისძიებები ჩატარდა მთელს საქართველოში, განსაკუთრებით ზუგდიდში, ქალაქში, რომელიც სისხლხორცეულად დაუკავშირდა საქართველოს პირველ პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ცხოვრებას და მოღვაწეობას, მის ტრაგიკულ აღსასრულს. საზეიმო ღონისძიებები ეროვნული მოძრაობის აქტიური წევრის და ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლის ირაკლი შონიას ავტორობით გადაღებული ფილმის „გზა თავისუფლებისკენ“ ჩვენებით დაიწყო . ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას და სხვა ეროვნული გმირებისადმი მიძღვნილი კონფერენცია, ფოტო გამოფენა გალერეაში , წიგნის პრეზენტაცია, კონცერტი , ეროვნული გმირების მემორიალთა შემკობა და ზუგდიდ-ცაიშის მიტროპოლიტის, მეუფე გერასიმეს მიერ გადახდილი მიცვალებულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი იყო ნაწილი იმ მოვლენებისა, რომლებსაც ზუგდიდისა და სამეგრელოს მოსახლეობასთან ერთად საქართველოს ვიცე პრემიერი გიორგი გახარიაც ესწრებოდა. სრულიად საქართველომ განსაკუთრებით იზეიმა საყვარელი შვილის იუბილე, რომელსაც სათანადო პატივი სიცოცხლეში ვერ მიაგო. ერთგვარი ისტორიული კანონზომიერებაა, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომ მისი სახელობის საიუბილეო მარკა გამოიცემა, რომ ქართველოლოგიის განვითარებისთვის ყოველწლიურად უცხოეთში მოღვაწე მეცნიერებისთვის გაიცემა ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემია, ის რომ ქალაქ ზუგდიდში აშენდება ახალი ბიბლიოთეკა, რომელსაც მიენიჭება საქართველოს პირველი პრეზიდენტის სახელი. და ბოლოს პარტიია ქართული ოცნების თავმჯდომარის ბ-ნ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა, რომ ხობის მუნიციპალიტეტში, სოფ ხიბულაში, ოჯახში, სადაც თავისი ცხოვრების უკანასკნელი დღეები და წუთები გაატარა ზვიად გამსახურდიამ, გაკეთდეს მისი სახელობის სახლ მუზეუმი, ეს არა მარტო მნიშვნელოვანი საქველმოქმედო საქმე, არამედ ჭეშმარიტად ეროვნული , საშვილიშვილო საქმეა. ეს ადგილი გახდება სიმბოლო ბრძოლის, სამშობლოს სიყვარულის, ერთგულებისა და თავგანწირვის და ყოველთვის გაახსენებს ჩვენს მომავალ თაობებს ჩვენი ქვეყნის ეროვნული გმირების ღვაწლსა და თავდადებას. საქრთველოს პირველი პრეზიდენტის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა არა მარტო სამართლებლივი ვალდებულება, არამედ ისტორიის წინაშე ჩვენი უდიდესი პასუხისმგებლობაა, რაც ბოლომდე უნდა მივიყვანოთ”-მერაბ ქვარაია
02.04.2019

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.9701
Down 0.0017
RUB
100
RUB
4.6607
Up 0.0146
EUR
1
EUR
3.3158
Up 0.0070
TRY
1
TRY
0.5102
Down 0.0032
განახლების დრო 22-10-2019