9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა.

დღეს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალური დაფა გვირგვინით შეამკეს. 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის აღსაზრდელებმა პატრიოტულ თემაზე ლექსები წაიკითხეს . დღესვე, ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძრის წინამძღვარმა მამა მალხაზ ჭანტურიამ დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. მოგვიანებით კი ზუგდიდის ცენტრალური ბულვარში, ზვიად გამსახურდიას ძეგლის წინ, აქცია "მადლობა თავისუფლებისთვის" მოეწყო. ცნობისთვის, 1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო სამხედრო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა. 1989 წლის 9 აპრილიდან ზუსტად ორი წლისთავზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო. საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერთა შორის იყო ზუგდიდის პირველი პრეფექტი, უზენაესი საბჭოს წევრი თამაზ ჟორჟოლიანი.
09.04.2019

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58
(+995) 571 22 40 22

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.6935
Down 0.0004
RUB
100
RUB
4.2126
Up 0.0039
EUR
1
EUR
3.0291
Down 0.0032
TRY
1
TRY
0.4646
Up 0.0023
განახლების დრო 20-04-2019