დეცენტრალიზაციის სტრატეგიის (2019-2025) პროექტის განმხილველი საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის მორიგი სხდომა გაიმართა

სამუშაო ჯგუფის სხდომაზე მოისმინეს ინფორმაცია მუნიციპალიტეტების ფინანსური გაძლიერების შესახებ. დღევანდელ შეხვედრაზე შეკრებილებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა გააცნეს თავიანთი ხედვა ლიცენზიებისა და ნებართვების სახეების იდენტიფიცირებასა და მუნიციპალიტეტებისათვის გადაცემასთან, მუნიციპალიტეტებისთვის ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების უფლების გადაცემასთან, გრანტების აღების პროცედურის გამარტივებასთან დაკავშირებით და ა. შ. ყურადღება დაეთმო ასევე ცენტრალური ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტების დაფინანსების ახალი ფორმულით განსაზღვრის საკითხს. სხდომაზე ასევე იმსჯელეს მუნიციპალიტეტების მიერ სესხის და გრანტების გამარტივებით მიღების საკითხებზე. დეცენტრალიზაციის სტრატეგიის (2019-2025) პროექტის განმხილველი საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის კიდევ ერთი სხდომა დაეთმობა მუნიციპალიტეტების ქონების საკითხებს და სამოქმედო გეგმას.
15.04.2019

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.9336
Down 0.0018
RUB
100
RUB
4.4689
Up 0.0182
EUR
1
EUR
3.2487
Down 0.0096
TRY
1
TRY
0.5086
Down 0.0052
განახლების დრო 23-08-2019