მერაბ ქვარაია: ზუგდიდი სანდრა რულოვსს მხარს არ დაუჭერს

“ზუგდიდი სანდრა რულოვსს მხარს არ დაუჭერს, ის უდრის მიხეილ სააკაშვილსა და “ნაციონალურ მოძრაობას”, ზუგდიდისთვის კი ეს ყველაფერი კოშმარული, ახლო წარსულია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, მერაბ ქვარაიამ განაცხადა. მისი თქმით, დღეს ზუგდიდი სხვა რეალობის წინაშეა. “ზუგდიდი სანდრა რულოვსს მხარს არ დაუჭერს. ის უდრის მიხეილ სააკაშვილსა და “ნაციონალურ მოძრაობას”, ზუგდიდისთვის კი ეს ყველაფერი კოშმარული, ახლო წარსულია, სადაცაა უსამართლობა, დაუცველობა და სახელისუფლებო ტერორი. დღეს ზუგდიდი სხვა რეალობის წინაშეა. ჩვენ გვჭირდება მეტი განვითარება, სტაბილურობა, ახალი სამუშაო ადგილები, მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი, წინსვლა და არა – ნაბიჯი უკან ამ საშინელი წარსულისკენ. ამიტომაც, “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს, არც დღეს და არც მომავალში, წარმატების არანაირი შანსი აქვს”, – განაცხადა მერაბ ქვარაიამ.
17.04.2019

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.8870
Up 0.0003
RUB
100
RUB
4.6730
Up 0.0138
EUR
1
EUR
3.1870
Down 0.0135
TRY
1
TRY
0.4858
Down 0.0016
განახლების დრო 25-01-2020