მერაბ ქვარაია: ოპოზიციას სურს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების იმპლემენტაციის პროცესის დისკრედიტაცია

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ ვენეციის კომისიის თითქმის ყველა მოთხოვნას გაითვალისწინებს. დეპუტატის თქმით, ოპოზიციას ამ პროცესის გაჭიანურება და ჩიხში შეყვანა სურს. „იმ პოლიტიკურ გუნდს, რომელმაც ახლო წარსულში თავად უკიდურესად დაამახინჯა არა მარტო სასამართლო, არამედ მთლიანად მართლმსაჯულების სისტემა, დღეს სურს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების იმპლემენტაციის პროცესის დისკრედიტაცია, გაჭიანურება და საბოლოოდ ჩიხში შეყვანა. ის, ვინც შექმნა მაშინ ის საშინელი სიმახინჯე, დღეს „ქართული ოცნებისკენ“ იშვერს ხელს, რაც პარადოქსულია. მით უფრო, რომ ხდება ვენეციის კომისიის თითქმის ყველა მოთხოვნის გათვალისწინება“. - აცხადებს მერაბ ქვარაია
18.04.2019

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.9701
Down 0.0017
RUB
100
RUB
4.6607
Up 0.0146
EUR
1
EUR
3.3158
Up 0.0070
TRY
1
TRY
0.5102
Down 0.0032
განახლების დრო 22-10-2019