საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ზუგდიდში იმყოფებოდა

პრემიერ-მინისტმა  ზუგდიდში ვიზიტის ფარგლებში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ბოტანიკურ ბაღში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. (ბოტანიკურ ბაღში ამ ეტაპზე, შიდა ბილიკების, ადმინისტრაციული შენობისა და სარწყავი არხის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს). პრემიერ-მინისტრი ასევე კომბინატის დასახლებაში თამარ მეფის ქუჩაზე 2,3 კმ-იანი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზევე გაეცნო. ( პროექტით გათვალისწინებულია გზის სრული რეაბილიტაცია. კერძოდ, გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, მოწესრიგდება სანიაღვრე ქსელები, მოეწყობა მიერთებები, ადგილობრივი შესასვლელები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, ბორდიურები, გაზონები და ტროტუარები. ასევე, გათვალისწინებულია საგზაო ნიშნების მოწყობა და გზის სავალი ნაწილის მონიშვნა)
პრემიერმა დღესვე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობა შეისწავლა. მავნებელთან ბრძოლის მართვის ცენტრის წარმომადგენლებმა პრემიერს შეწამვლის პროცესის და აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სხვა საშუალებებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
11.05.2019

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58
(+995) 571 22 40 22

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.7676
Up 0.0206
RUB
100
RUB
4.2905
Up 0.0346
EUR
1
EUR
3.0848
Up 0.0205
TRY
1
TRY
0.4573
Up 0.0031
განახლების დრო 22-05-2019