რუხში ფეხბურთის აკადემიის მშენებლობა იწყება

საოკუპაციო ხაზთან- სოფელ რუხში, ფეხბურთის აკადემიის საფუძვლის ჩაყრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ტერიტორიაზე, სადაც 2020 წელს სოფელ რუხის ფეხბურთის აკადემია იქნება, სიმბოლურად, სპეციალური კაფსულა ჩაეშვა. აკადემიის მშენებლობა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა დააანონსა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად სოფელ რუხის მცხოვრებლებს დაგეგმილი სამუშაოების შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდა. ქ. ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ დღევანდელ დღეს ისტორიული მნიშვნელობის უწოდა და ადგილობრივებს უმნიშვნელოვანესი სპოტული კერის მშენებლობა მიულოცა. დღესვე, სოფელ რუხში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელთა პროფესიული განათლებისა და განვითარების განყოფილების ორგანიზებით და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ფედერაციის ჩართულობით ეროვნული კატეგორიის С ლიცენზიის მქონე 36 მწვრთნელს, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა უეფას შესაბამისი ლიცენზიები გადასცა.  ცნობისთვის, 6.5 ჰექტარ ფართობზე, ბუნებრივსაფარიანი და ხელოვნურსაფარიანი მოედანი განთავსდება. დამონტაჟდება თანამედროვე განათების სისტემა და ტრიბუნები. აშენდება სპორტსმენთა საცხოვრებელი კორპუსი და გასახდელები.  პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივითა და სრული მხარდაჭერით ხორციელდება.
13.05.2019

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.9607
Down 0.0000
RUB
100
RUB
4.6066
Down 0.0000
EUR
1
EUR
3.2855
Down 0.0000
TRY
1
TRY
0.5215
Down 0.0000
განახლების დრო 16-09-2019