მომავლის განვითარებისთვის გავაკეთე ჩემი არჩევანი, დარწმუნებული ვარ რომ ეს არჩევნები ჩაივლის მშვიდ და წყნარ გარემოში

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია, მე-15 საარჩევნო უბანს ოჯახთან ერთად დილის 08:00 საათზე ესტუმრა და საკუთარი არჩევანი პირველმა დააფიქსირა. პარლამენტარი დარწმუნებულია, რომ მის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი პირველივე ტურში გაიმარჯვებს და დღის ბოლოს ყველა ერთად იზეიმებს ამ გამარჯვებას  "მე მინდა პირველ რიგში ვუსურვო ჩემს ქალაქს წარმატება, სიმშვიდე განვითარება , სტაბილურობა და სწორედ ამ პატარების მომავლის განვითარებისთვის გავაკეთე ჩემი არჩევანი, დარწმუნებული ვარ რომ ეს არჩევნები ჩაივლის მშვიდ და წყნარ გარემოში და მე მჯერა, რომ ჩემს მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი შეძლებს ჩვენი ქალაქისთვის უკეთესი მომავლის შექმნას. კიდევ ერთხელ ვუსურვებ ჩემს ქალაქს და სრულიად საქართველოს წარმატებებს “-აღნიშნა მერაბ ქვარაიამ
19.05.2019

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.9607
Down 0.0000
RUB
100
RUB
4.6066
Down 0.0000
EUR
1
EUR
3.2855
Down 0.0000
TRY
1
TRY
0.5215
Down 0.0000
განახლების დრო 16-09-2019