"სვიმონ კანანელის გზა" მსვლელობა მცხეთიდან ენგურის ხიდამდე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა კურთხევით სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრიდან მოეწყო მსვლელობა „სვიმონ კანანელის გზაზე“, რომელიც მცხეთაში ტრადიციულად 1 მაისს დაიწყო და 23 მაისს, სვიმონ კანანელის ხსენების დღეს, ენგურის ხიდზე დასრულდება. იმავე დღეს ზუგდიდის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინება. მომლოცველთა ჯგუფს ქ. ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია და ადგილობრივი მრევლი შემოუერთდა. „მესიჯი რომელიც ახლავს ამ მსვლელობას ეს არის კიდევ ერთხელ იმის დასტური, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს და ჩვენ ქართველებმა, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად უნდა ვაშენით ჩვენი სამშობლო“ - განაცხადა მერაბ ქვარაიამ გადმოცემის თანახმად, წმ. სვიმონ კანანელმა წმ. ანდრია მოციქულთან ერთად პირველმა იქადაგა ქრისტიანობა სამხრეთ და დასავლეთ საქართველოში, მათ შორის აფხაზეთში. ქადაგებისას ანდრია მოციქულმა გააგრძელა გზა ჩრდილოეთით, ხოლო სვიმონ კანანელი კი შეჩერდა ფსირცხის გამოქვაბულში. მისი მოწამეობრივი აღსრულების ადგილზე, ახალ ათონთან, XIX საუკუნეებში ეკლესია ააგეს.
20.05.2019

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.9607
Down 0.0000
RUB
100
RUB
4.6066
Down 0.0000
EUR
1
EUR
3.2855
Down 0.0000
TRY
1
TRY
0.5215
Down 0.0000
განახლების დრო 16-09-2019