26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა, ყველაზე ძვირფასი და ამაღელვებელი დღე ქართველთა ცნობიერებაში-მერაბ ქვარაია

"ზუგდიდი დღეს ზეიმობს საქართველოს დამოუკიდებლობას. ეს არის მნიშვნელოვანი დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ეს არის ჩვენი წარსული, აწმყო და მომავალი. სასიხარულოა, რომ 26 მაისის ღონისძიება აღლუმიდან გადაიქცა საერთო სახალხო დღესასწაულად, რა დროსაც გამოვდივართ ვულოცავთ ერთმანეთს და მე ვფიქრობ რომ ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი მომავალი თაობისთვის. მე ღრმად მწამს, რომ ჩვენი ერთობით მალე მივაღწევთ ჩვენი სანუკვარი ქვეყნის ერთიანობას და ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად, თქვენთან ერთად, ვიცხოვრებთ ერთიან, ძლიერ, აყვავებულ საქართველოში. კიდევ ერთხელ ვულოცავ ზუგდიდსა და სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს"-მერაბ ქვარაია
26.05.2019

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
3.1865
Down 0.0036
RUB
100
RUB
4.4949
Down 0.0044
EUR
1
EUR
3.5071
Down 0.0078
TRY
1
TRY
0.4681
Down 0.0032
განახლების დრო 29-05-2020