მერაბ ქვარაია სამუშაო ვიზიტით ყირგიზეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა

ყირგიზეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები, მერაბ ქვარაია და დავით სონღულაშვილი, ჯგუფის ხელმძღვანელის, დავით მათიკაშვილის ხელმძღვანელობით, 22-25 მაისს, სამუშაო ვიზიტით, ყირგიზეთის რესპუბლიკაში, ქ. ბიშკეკში იმყოფებოდნენ. საპარლამენტო დელეგაცია ყირგიზეთში ყირგიზეთის რესპუბლიკის პარლამენტში (ჟოგორკუ კენეში) საქართველოსთან საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის ჯგუფის ხელმძღვანელმა ჯანარ აკაევმა მიიწვია. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ შეხვედრები გამართა ყირგიზეთის რესპუბლიკის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან ჯანარ აკაევთან და ჯგუფის წევრებთან. საპარლამენტო დელეგაცია ასევე შეხვდა საერთაშორისო ურთიერთობათა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეებს და კომიტეტის წევრებს. შეხვედრები გაიმართა ყირგიზეთის რესპუბლიკის ეკონომიკისა და ფისკალური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარესთან და კომიტეტის წევრებთან. ვიზიტის მსვლელობისას, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია დაესწრო ყირგიზეთის რესპუბლიკის პარლამენტის პლენარული სხდომის მიმდინარეობას, რა დროსაც ყირგიზეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე და პარლამენტის წევრები მიესალმნენ დელეგაციის შემადგენლობას. ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს ქვეყნებს შორის საპარლამენტო თანამშრომლობის არსებულ დინამიკასა და განვითარების პერსპექტივებზე, ასევე ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობებზე და აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ამგვარი ურთიერთობების შენარჩუნება, არამედ კიდევ უფრო მეტად განმტკიცება და გაღრმავება სხვადასხვა მიმართულებით. მხარეებმა განიხილეს ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ხელს შეუწყობს ურთიერთობების შემდგომ განვითარებას, აღნიშნეს საპარლამენტთაშორისო კავშირების და მუშაობის გააქტიურების აუცილებლობას და განიხილეს ეკონომიკური, სოციალური, ტურისტული და კულტურულ-საგანმანათლებლო მიმართულებები. ტურისტული კუთხით, მხარეებმა პირველ რიგში ყურადღება გაამახვილეს საჰაერო გზით, საქართველო-ყირგიზეთის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების დანიშვნაზე. ყირგიზულმა მხარემ გამოთქვა ინტერესი, გაცნობოდა საკანონმდებლო სიახლეებს, კერძოდ: ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ, ქურდული სამყაროს შესახებ, პროკურატურის შესახებ საქართველოს კანონში განხორციელებულ ცვლილებებს და სხვა. საქართველოში გატარებული რეფორმების კუთხით მიღებული გამოცდილების გაზიარება, დადებითად იქნა შეფასებული ყირგიზი კოლეგების მიერ. როგორც შეხვედრებზე ითქვა, ამ კუთხით საქართველო არის რეგიონში ერთ–ერთი წარმატებული ქვეყანა. შეხვედრაზე დეპუტატები შეთანხმდნენ, რომ ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება და უახლოეს მომავალში შედგება ყირგიზეთის მეგობრობის ჯგუფის საპასუხო ვიზიტი საქართველოში.
29.05.2019

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.9607
Down 0.0000
RUB
100
RUB
4.6066
Down 0.0000
EUR
1
EUR
3.2855
Down 0.0000
TRY
1
TRY
0.5215
Down 0.0000
განახლების დრო 16-09-2019